ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

25 თებერვალი 2026

ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ასოციაციის წევრების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადვოკატების მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავდა ხელოვანი ადვოკატების შემოქმედებითი ხედვის საზოგადოების წინაშე წარმოჩენასა და მათთვის პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ინდივიდუალური თვითგამოხატვის შესაძლებლობის შექმნას. ღონისძიება ღია იყო ნებისმიერ მსურველისთვის, ვისაც სურდა საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.

ღონისძიებაზე მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ. 

გამოფენაში მონაწილეობდნენ ადვოკატები:  მარიამ ბერიძე, მირანდა კვარაცხელია, ქეთევან ბექაური, თამთა ცინცაძე, მარიამ ქილიფთარი, ვასილ მამულაშვილი, ელენე გოგებაშვილი, ელენე კავთუაშვილი, ანა ჟღენტი, ზურაბ ვანიშვილი, ილია ჭანტურაია, ქრისტინე მირზოიანი, მარინა მანგოშვილი, თემურ გოგსაძე.


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი