საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.
შეთანხმება ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში, რაც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს სხვადასხვა სასტიპენდიო პროექტების განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევთ.
შეთანხმების ფარგლებში ასოციაციის წევრები EPLO საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში სხვადასხვა პროგრამაზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.
მემორანდუმი, ასევე, მოიცავს სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსს და ერთობლივ ღონისძიებას, სადაც ევროკავშირის სამართლის დარგის კვალიფიციური ექსპერტები იქნებიან ჩართულნი.
აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ადვოკატთა ასოციაცია დაინტერესებული ადვოკატებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.