ადვოკატთა ასოციაციას INL - მა მაღალტექნოლოგიური  მოწყობილობები და ინვენტარი გადასცა

18 ოქტომბერი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან (INL) მაღალტექნოლოგიური  მოწყობილობები და ინვენტარი გადაეცა. 

ტექნიკა და ავეჯი  ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო დარბაზის მოსაწყობად ადვოკატთა ასოციაციის შენობაში განთავსდება. იმიტირებული სასამართლო დარბაზი ამერიკული მოდელის მიხედვით შეიქმნა და ასოციაციის წევრთა და იურისტ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებისა და  საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას მოემსახურება.

იმიტირებული სასამართლო დარბაზის ტექნიკური აღჭურვილობის  ასოციაციისთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და INL-ის დირექტორმა, ჯეიმი შაფელბარგერმა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესების დარბაზის მოწყობა ასოციაციის შენობაში უახლოეს მომავალში დასრულდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი