საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სისტემასა და პროცედურებზე იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე.
კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებების ის მეთოდოლოგია წარადგინა, რომლის საფუძელზეც მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება და შესაბამისი დასკვნის შემუშავება განხორციელდა.
აღნიშნული შეფასების სისტემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარებას უწყობს ხელს.
კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები და დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.