ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების შემდგომი გაძლიერებისა და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირში კიდევ უფრო წარმატებული მონაწილეობისთვის ასოციაცია ნაკრების განახლებას აგრძელებს!
ასოციაციის ნაკრებში მოხვედრის მსურველი ადვოკატები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები ფიზიკურ მომზადებას გაივლიან, საბოლოოდ კი მათ ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშებზე დაკვირვების საფუძველზე შეარჩევს. განახლებულ შერჩევას ექვემდებარებიან, როგორც ნაკრების მოქმედი წევრები, ასევე ახალი მსურველები.
ვარჯიშებსა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველმა ადვოკატებმა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებმა, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაციის ნაკრების მწვრთნელი, შესაბამისი პერიოდულობით, მსურველებს ვარჯიშზე გამოცხადების შეთანხმების მიზნით თავად დაგიკავშირდებათ.
ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მოქმედი შემადგენლობა 2021 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ აქტიური ვარჯიშისა და შრომის შედეგად, ჩვენმა ორმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა მასტერ ლიგა 3-ში და მასტერ ლიგა 2-ში. ასოციაციის გუნდმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ტურნირზე.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით მოქმედი ნაკრების თითოეულ წევრსა და მწვრთნელს, თენგიზ სულაქველიძეს ჩვენი პროფესიის საფეხბურთო სფეროში ღირსეულად წარმოჩენისთვის.
გისურვებთ წარმატებას!