განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების მექანიზმები.”
ტრენინგს ექსპერტი, გიორგი გვენეტაძე უძღვებოდა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხებს, როგორებიცაა:
- ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებები:
- ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
- საქმის წარმოება სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, არარად აღიარების ან/და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით და სხვ.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგებზე დასწრება უზრუნველყოფილია ონლაინ.




