განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგ-შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკა და ადვოკატის როლი.”
სამუშაო შეხვედრას ექსპერტი, ლევან მახარაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.
„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც თავად საკითხია მნიშვნელოვანი, როგორც ადვოკატებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაძლიერება ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ადვოკატების როლი კი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. მიხარია, რომ მიმდინარე ტრენინგებით დაინტერესება მაღალია და ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით ადვოკატების ჩართულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს“.
ტრენინგ-შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა:
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი და მიზანი;
- მსაჯულის როლი პროცესში – რას უსმენს და რას არა;
- ადვოკატის როლის ტრანსფორმაცია ნაფიც მსაჯულებთან მუშაობისას.
- არასასურველი მსაჯულის „უსაფრთხოდ“ ჩამოშორება და სხვ.
ტრენინგზე დასწრება უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.




