5, 18 ოქტომბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგები ჩატარდა თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში“.
სამუშაო შეხვედრები თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ტერმინები; მონაცემთა დამუშავების მიზნის შეზღუდვის, ვადის შეზღუდვის, კანონიერების, გამჭვირვალობის სიზუსტის პრინციპები; წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მონაცემების დამუშავება და სხვა.
სამუშაო შეხვედრებს ექსპერტი, ქეთევან კრაწაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგები ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.