ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და PROLoG-ის პროექტის მხარდაჭერით, სწრაფი რეაგირების გრანტის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციამ კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა და რეგიონულ ოფისებში (თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) კომპიუტერული ოთახები მოაწყო. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს რეგიონში მოღვაწე იმ წევრებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა საჭირო ტექნიკური საშუალებებსა ან/და სათანადო ხარისხის ინტერნეტთან შეუფერხებლად მიიღონ მონაწილეობა დისტანციურ სასამართლო სხდომებში ასოციაციის რეგიონული ოფისებიდან შემდეგი წესების შესაბამისად:https://bit.ly/2ynhVMs
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), PROLoG-ის პროექტსა და ამერიკელ ხალხს ამ მნიშვნელოვანი და ოპერატიული მხარდაჭრისთვის.