გოჩა გარუჩავა

კომიტეტის თავმჯდომარე

მიღებული აქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდული განათლება.

ფლობს: პროკურატურის  მუშაკთა  საკვალიფიკაციო   სერტიფიკატს.

აშშ სახელმწიფო საბაჟო  დეპარტამენტის  საბაჟო ღირებულების განსაზღვრი სერტიფიკატს. თავისუფალი  უნივერსიტეტის ევროპული უმაღლესი სკოლის ESM-ს ბიზნეს სერტიფიკატს. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ზოგადი აუდიტის სერთიფიკატს. შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის უძრავი ქონების  შემფასებელის  სერთიფიკატს და   მატერიალური მოძრავი ქონების  შემფასებელის  სერთიფიკატს. 

არის ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. ამასთან, ფლობს ბავშვთა უფლებების ადვოკატის სპეციალიზაციას.

არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეგისტრირებული აუდიტი, საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის   წევრი.

2006 წლიდან, გოჩა დამოუკიდებლად ეწევა საადვოკატო საქმიანობას, საადვოკატო საქმიანობის გარდა იგი ეწევა ასევე აუდიტორულ და საშემფასებლო საქმიანობასაც.

2009 წლიდან არის აუდიტორული კომპანია შპს ,,გგ აუდიტ ჯორჯიას,, დირექტორი. შპს ,,სამოქალაქო საქმეთა თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის,, - თავმჯდომარე.

2019  წელს  არჩეული იყო  საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის  სარევიზიო კომისის  წევრად,  2018 - 2021 წწ.  იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტისა და ადვოკატთა  სოციალური დაცვის კომიტეტის წევრი. 

2020 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,, სამინისტროში, სოციალური დაცვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების თაობაზე.  

1991-2006 წლებში საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში გოჩა იკავებდა სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობებს: საქართველოს კონტროლის პალატის მთავარი კონტროლიორი, საბაჟო დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების უფროსი, ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის  აუდიტისა და მოკვლევის სამმართველოს  უფროსი.  საჯარო დაწესებულებებში მის მიერ ჩატარებულ შემოწმების მასალებზე ცენტრალური ტელევიზიისა და პრესის მიერ მომზადებულია არერთი პუბლიკაცია და სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის: ,,სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქტის გამოვლენის კუხით გატარებული არაეფექტურ ღონისძიებების შესახებ,,.  ,,სარფისა,, და ,,წითელი ხიდის,, საბაჟო გამშვებ პუნქტებში  დიდი ოდენობით მიუღებელი საბიუჯეტო სახსრების შესახებ და სხვა.

2022 წლის 25 იანვრიდან დანიშნულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის "საჯარო უწყებებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან კომუნიკაციის თავმჯდომარედ".

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი