გიორგი გვენეტაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამომძიებლად.
1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის უფროსის და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე.
2009-2012 წლებში მუშაობდა სს "კორ სტანდარტ ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.
2013-2017 წლებში მუშაობდა იურისტად სს „საქართველის ბანკის“ იურიდიულ სამსახურში.
2012 წლის აპრილიდან - დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ/სატრენერო საქმიანობას.
2007 წლიდან - დღემდე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და მის სასწავლო ცენტრში არის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ტრენერი.