ციცინო ცხვედიანი
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ციცინო ცხვედიანი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.
2017-2021 ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
ციცინო ცხვედიანი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირველი მოწვევისა და 2013-2017 წლების ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
ამჟამად ციცინო ცხვედიანი გახლავთ ,,ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიუროს’’ თავმჯდომარე და ა(ა)იპ ,,საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების” თავმჯდომარე.
1991 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
2010 წელს ამხანაგობამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა ,,ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო”, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე გახდა ციცინო ცხვედიანი.
2006 წელს მოხდა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაციის” რეორგანიზაცია ამხანაგობა ,,ზურაბ როსტიაშვილის საადვოკატო ბიუროდ”, სადაც ციცინო ცხვედიანი გახლდათ თავმჯდომარის მოადგილე.
1997 წელს ზურაბ როსტიაშვილთან და სხვებთან ერთად დააფუძნა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაცია” და გახლდათ მისი ვიცეპრეზიდენტი.
1995 წელს ქართლოს ღარიბაშვილთან და სხვებთან ერთად დააფუძნა ,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპორაცია’’, რომლის წევრიც გახლდათ 1997 წლამდე.
1991-1997 წლებში მუშაობდა კერძო ადვოკატურაში, კერძოდ, სამართლებრივი მომსახურების კოოპერატივ ,,იურისტში” და გახლდათ მისი თავმჯდომარე.
ციცინო ცხვედიანი 1980-1985 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1985-1987 წლებში ე.წ. განაწილებით მუშაობდა ქუთაისის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულად.
ფლობს ქართულ, რუსულ ენებს და ესპერანტოს.