ნინო ლიპარტია
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ნინო ლიპარტია ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩია.
ნინო ლიპარტია არის სამართლის დოქტორი, პროფესორი და პრაქტიკოსი ადვოკატი, რომლის კარიერა მოიცავს როგორც ეროვნული სამართლებრივი სისტემის განვითარებას, ისე საერთაშორისო იურიდიულ პლატფორმებზე აქტიურ მონაწილეობას.
2025 წლიდან ნინო არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) წევრი და ამჟამად ნომირებულია ამავე ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენელად. ასევე, 2024 წლიდან არის ჯანმრთელობის სამართლის ევროპის ასოციაციის (EAHL) წევრი და ადგილობრივი წარმომადგენელი.
ის არის სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელი და პარტნიორი, არაერთი წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული მრჩეველი, არბიტრი, მედიატორი.
ნინო ხელმძღვანელობს რამდენიმე პროფესიულ გაერთიანებას, მათ შორის, იგი არის იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2016 წლიდან), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის თავმჯდომარე (2018 წლიდან), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრი და ბიზნეს პალატის აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ნინო ლიპარტიამ 2012 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში იურიდიული. ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2020 წლიდან ნინო არჩეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორად, ხოლო 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, 2017-2023 წლებში იყო სულხან-საბა უნივერსიტეტის ასოციარებული პროფესორი. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს იურისტიის უმაღლესი სკოლის ტრენერი სხვადასხვა მიმართულებით.
სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ნინო 2010 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. 2010-2012 წწ. იყო დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფის ადვოკატი, ხოლო 2011-2024 წლებში სს არდი დაზღვევას იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2022 წლიდან არის ნინო ლიპარტიას საადვოკატო ოფისის დამფუძნებელი.
2014 წლიდან სხვადასხვა პერიოდში ნინოს მიღებული აქვს არაერთი საპატიო სტიპენდია, მათ შორის, სასწავლო სტიპენდიები მოიცავდა სასწავლო ვიზიტებს სხვადასხვა საგანამანთლებლო ცენტრებში: ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში, პარიზის არბიტრაჟის საერთაშორისო აკადემიაში, პრაღის მედიაციის აკადემიაში, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრში, სიამენის საერთაშორისო სამართლის აკადემიასა და სხვა.
ნინო რეგულარულად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე, მათ შორის ბიოეთიკის მსოფლიო კონგრესზე, ევროპის სამართლის ასოციაციის წლიურ შეხვედრაზე, სინგაპურის საერთაშორისო არბიტრაჟის აკადემიაშია, ასევე, კითხულობს ლექციებს ევროპულ უნივერსიტეტებში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
ნინო ლიპარტია არის არაერთი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი სამედიცინო სამართლის, შრომის სამართლის, საბანკო გარანტიების, არბიტრაჟისა და ADR-ის თემატიკაზე. ასევე, 2014 წლიდან არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი და საბჭოს წევრი (2018-2019).
ნინო დაჯილდოებულია სამართლის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2025) და ნომიმირებული იყო წლის ლიდერ ქალად არასამთავრობო სექტორიდან (2019).




