19 მარტიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრები თბილისში ფუნქციონირებად სამედიცინო ცენტრში „მედკო“ სპეციალური, 20% იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეღავათები ყველა სახის მიმდინარე სერვისის შიდა ფასზე ვრცელდება.
ადვოკატთა იდენტიფიცირება რეგისტრატურის ონლაინ ბაზაში პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ასოციაციის წევრის მოწმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
მომსახურების ჩამონათვალი
• 50-ზე მეტი, სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურება ბინაზე გამოძახებით: პედიატრი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი და სხვა;
• ექთნის მომსახურება;
• ექოსკოპიური კვლევა - სხვადასხვა სეგმენტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მათ შორის: ექოკარდიოსკოპია, სამეანო ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია ჩვილებში, მენჯ-ბარძაყის სახსრის კვლევა ჩვილებში, დოპლეროგრაფია, რბილი ქსოვილები, სახსრის ექოსკოპია და სხვ.
• ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;
• ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
• Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით;
• სმენის ხარისხის განსაზღვრა - აუდიომეტრია;
• გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა - სპირომეტრია;
• 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორირება;
• ეკგ - ელექტროკარდიოგრაფია;
• ფსიქოლოგის ვიზიტი ბინაზე მომსახურებით;
• მასაჟი - როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტოლოგიური და ზოგად გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურები სასურველ მისამართზე გამოძახებით.
მის: თბილისი, მცხეთის ქუჩა N 19/21
ადვოკატთა ასოციაცია სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით ადვოკატებისთვის კორპორაციული პაკეტების შექმნას განაგრძობს. შემდეგ ეტაპზე სპეციალური შეთავაზებების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია დაემატება.
ადვოკატთა ასოციაცია ჯანმრთელობას გისურვებთ!