"კარაპს მედლაინის" სპეციალური შეთავაზება ადვოკატებისთვის

11 მარტი 2021

სპეციალურად ადვოკატებისთვის!

11 მარტიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრები „კარაპს მედლაინის“ ვაკისა და დიღმის  ფილიალებში 10%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ. შეღავათები ყველა სახის მიმდინარე სერვისის შიდა ფასზე ვრცელდება. 

ადვოკატთა იდენტიფიცირება რეგისტრატურის ონლაინ ბაზაში პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ასოციაციის წევრის მოწმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

კლინიკა „კარაპს მედლაინი“  მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდებზეა ორიენტირებული. სამედიცინო მომსახურება 14 მიმართულებას მოიცავს ესენია:
ამბულატორიული სერვისები, ზოგადი ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ინ ვიტრო განაყოფიერება, გინეკოლოგია, საოფისე გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ოსტეოპოროზი, მამოლოგია, უროლოგია, ქიმიოთერაპია და კოსმეტოლოგია. (დეტალები იხ. ბმულზე:  https://bit.ly/3es8Ynv)

ადვოკატთა ასოციაცია სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით ადვოკატებისთვის კორპორაციული პაკეტების შექმნას განაგრძობს. შემდეგ ეტაპზე სპეციალური შეთავაზებების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია დაემატება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი