1 აპრილიდან ადვოკატები თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ

29 მარტი 2021

1 აპრილიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრები თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. შეღავათები ადვოკატებისთვის სამედიცინო მომსახურეობაზე -20%, ხოლო, ბალნეო, ველნეს და სპა პროცედურებზე  -10% ფასდაკლებას გულისხმობს. 
ადვოკატთა იდენტიფიცირება რეგისტრატურის ონლაინ ბაზაში პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ასოციაციის წევრის მოწმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე სამკურნალო დიაგონოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურასა და სამედიცინო - დიაგნოსტიკურ სერვისს სთავაზობს. ველნეს და სპა პროცედურებთან ერთად მომხმარებელს მაღალი ხარისხის კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღებაც შეუძლია. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კურორტი კვალიფიციური და პროფესიონალი გუნდითაა დაკომპლექტებული.

მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://balneo.ge/

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი