ტრენინგებისა და მართვის საკონსულტაციო გუნდი (TMCT) ადვოკატებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ სასწავლო კურსებს 10% იანი ფასდაკლებით სთავაზობს.
სასწავლო კურსის გავლის შემდგომ ადვოკატები შესაბამის კრედიტებს მიიღებენ.
აკრედიტებული სასწავლო კურსი: "სამშენებლო დავებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა".
ექსპერტი/ტრენერი: თამარ ოქროპირიძე - უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე
თარიღი: 16-17 მარტი, 2024წ.
სასწავლო კურსის გავლის შედეგად ადვოკატები მიიღებენ კრედიტებს - 8 კრედიტი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 მარტი, 2024წ.
სასწავლო კურსზე დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე.