ადამია გივი

სპეციალიზაცია: სამოქალაქო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
ტელეფონის ნომერი: +995551293388
ენები: ქართული, ინგლისური და გერმანული
ელ. ფოსტა: ga@adamialegal.com

ადვოკატის შესახებ:
მე ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ლიცენზირებული ადვოკატი, იურიდიულ სფეროში მოღვაწეობის ათწლიანი პროფესიული გამოცდილებით. როგორც იურიდიული ფირმა — Adamia Legal Solutions-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მე გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურებას. ჩემს ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს საკორპორაციო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, კონკურენციის სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი. ჩემი პრაქტიკული იურიდიული საქმიანობის გამოცდილება აერთიანებს წარმატებით დასრულებულ 300-ზე მეტ სამართლებრივ პროექტს სხვადასხვა მიმართულებით, რაც დაეხმარა ჩემს არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კლიენტს სამართლებრივი სირთულეების წარმატებით დაძლევაში. იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სადაც ვასწავლი სამართლის სხვადასხვა დისციპლინას. კერძოდ: სამოქალაქო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ქონებრივი სამართალი, დელიქტური სამართალი, კონკურენციის სამართალი. ასევე ვამუშავებ ახალ სასწავლო კურსს ენერგეტიკის სამართალში. სრულყოფილად ვფლობ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. გარდა ამისა, მაქვს ევროპულ იურიდიულ ფირმებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემს გუნდთან ერთად, მე გთავაზობთ შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალურ იურიდიული მომსახურებას, რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს და უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის სრულ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩემი იურიდიული ფირმის ვებგვერდს შემდეგი ბმულის საშუალებით - adamialegal.com ან იხილოთ ჩემი პროფილი LinkedIn-ზე: linkedin.com/in/dr-giga-adamia.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი