ელენე ბეთანელი

სპეციალიზაცია: სამოქალაქო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
მისამართი: ბახტრიონის ქ.10
ტელეფონის ნომერი: 591085047
ელ. ფოსტა: elenbetaneli@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
ადვოკატი - დოქტორანტი ელენე ბეთანელი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. შემდგომ სწავლა გააგრძელა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (LLM). დამთავრებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის (CIC) დისტანციური სწავლების ბიზნეს სამართლის სადიპლომო პროგრამა, დიპლომი შეესაბამება ბრიტანეთის განათლების სისტემის მეშვიდე (სამაგისტრო) პროფესიულ დონეს - Level 7 Managerial & supervisory level Competence & knowledge in professional work activity. ამჟამად სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. 2017 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პროფესიული საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი პრაქტიკული საქმიანობა მეტწილად დაკავშირებულია ბიზნეს სექტორთან. ამჟამად სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს შპს "ალიანს კონსტრაქშენს", შპს "ირბისს" პროექტი - პარკ ორთაჭალა, ქართულ-გერმანულ დიაგნოსტიკურ ცენტრ "დოიჩეს დიაგნოსტიკუმს", ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას. წლების განმავლობაში მუშაობდა სს "თიბისი ბანკში" საკრედიტო ადმინისტრაციის იურისტად, სს "იბერია რეფრეშმენტსის" (PepsiCo-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში) იურისტად, ასევე ახორციელებდა რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის სამართლებრივ მხადარჭერას. უზრუნველყოფს როგორც კომპანიების ასევე ფიზიკური პირების სასამართლოში წარმომადგენლობას. მისი პრატიკული საქმიანობა უკავშირდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალიდან გამომდინარე საკითხებს. სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი