კახაბერ ასლანიშვილი


2015 წელს (გაზაფხული-შემოდგომა) სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ბიზნეს მენეჯმენტის სკოლაში, ფინანსური მენეჯმენტის სპეციალიზაციაზე. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კორპორატიულ სამართალში. 2008-2009 წლებში, სწავლობდა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, უილიამ ენდ მერის უნივერსიტეტის მარშალ უაიტის სამართლის სკოლაში (აშშ, უილიამსბურგი, ვირჯინია; ედმუნდ ს. მასკის სტიპენდია).

2001 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. 

სამუშაო გამოცდილება: დეკემბერი, 2009 - დღემდე: ასლანიშვილის საადვოკატო ოფისი; მარტი – დეკემბერი, 2005: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე; ივლისი, 2001 - მარტი, 2005: იურიდიული კომპანია “ასლანიშვილი და იოსელიანი”; სექტემბერი, 1999 – ივლისი 2001: საქართველოს პარლამენტის იურისტი, წამყვანი სპეციალისტი; აგვისტო, 1999 – აგვისტო, 2000: სატელევიზიო პროგრამა “საკონსტიტუციო სასამართლოს”  ავტორი და წამყვანი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი