საერთო კრება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
ასოციაციის საერთო კრება:
► ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
► ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით;
► ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებას;
► ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
► აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას.