სოფო თაფლიაშვილი
ეთიკის კომისიის იურისტი
სოფო თაფლიაშვილი ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციას იკავებს 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
2013-2017 წლებში სოფო სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში სოფომ გაიარა 6 თვიანი სტაჟირება სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიაში და 1 წლიანი სტაჟირება საადვოკატო ბიუროში „ლეგალ ჰაბ ჯორჯია“.
2018-2019 წლებში, სოფომ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული, მოგვიანებით კი, სისხლის სამართლის მიმართულებით.
2020 – 2021 წლებში სოფო სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
2019 წელს, სოფო დაინიშნა სსიპ „იუსტიციის სახლის“ მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივისა“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის“ სერვისების მიმართულებით. 2020 წელს, სოფო დაინიშნა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, იმავე სერვისების მიმართულებით.
2021 წლიდან, სოფო არის სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებული კონსულტანტი.
გარდა მშობლიური ენისა, სოფო ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.