რამაზ ცინცაძე

აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი

რამაზ ცინცაძე ადვოკატთა ასოციაციაში დასაქმებულია 2018 წლის 15 ოქტომბრიდან. 2022 წლის 9 ნოემბრიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით რამაზ ცინცაძე დაინიშნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორის პოზიციაზე. 
2013-2017 წლებში რამაზი სწავლობდა სამართლის საბაკალავრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2017-2019 წლებში წარჩინებით დაასრულა სამართლის სამაგისტრო პროგრამა - კერძო (ბიზნეს) სამართლის მიმართულებით.
სხვადასხვა დროს რამაზი გადიოდა სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს პარლამენტში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა თუ სასერტიფიკატო პროგრამაში.
2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2020 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
გარდა მშობლიური ენისა, რამაზი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი