ნინო მაჭარაშვილი
პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კოორდინატორი
ნინო მაჭარაშვილი ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კოორდინატორის პოზიციას იკავებს 2023 წლის 15 მაისიდან.
2017-2021 წლებში ნინო სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ბაკალავრის პროგრამაზე, 2021-2023 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
ნინომ 2025 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
გარდა მშობლიური ენისა, ნინო ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.




