მედეა გამდლიშვილი

ფინანსური მენეჯერი

მედეა გამდლიშვილი ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებს 2018 წლის 6 ივნისიდან. მედეას აქვს მსგავს პოზიციებზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. 

2006-2010 წლებში მედეა სწავლობდა ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ხოლო 2016-2017 წლებში მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 

2011-2013 წლებში მედეა მუშაობდა ბუღალტრის თანაშემწედ სხვადასხვა კერძო სავაჭრო კომპანიებში.   

2013-2016 წლებში, მუშაობდა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“-ს ფილიალის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბუღალტრის პოზიციაზე.

2016-2018 წლებში იგი მუშაობდა საქართველოში მინერალური წყალი „ლუგელა“-ს მომპოვებელ-მწარმოებელ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე.

გარდა მშობლიური ენისა, მედეა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი