დავით ფიფია

IT მენეჯერი

დავით ფიფია ასოციაციის IT მენეჯერის პოზიციას იკავებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან და ხელმძღვანელობს ინფორმაციული ტექნოლოგიების რამდენიმე მიმართულებას (სისტემების მართვა, ქსელების მართვა და IT მხარდაჭერა). დავითს აქვს დიდი გამოცდილება IT-ს მართვის კუთხით.

2010 წელს დავითმა წარმატებით გაიარა Cisco Certified Network Associate (CCNA) სრული კურსი ITvet აკადემიაში.

2016 წელს გაიარა Introduction to Cloud Infrastructure Technologies, LinuxFoundatio-ის ონლაინ კურსი.

2018 წელს წარმატებით გაიარა ITIL v3 Foundation კურსი – ISSP სასწავლო ცენტრში.

პერიოდულად იგი იყო ჩართული სხვა და სხვა IT პროექტებში.

2000-2007 წლებში, დავითი მუშაობდა შპს “ეფექტში” ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

2007-2009 წლებში, ხელმძღვანელობდა შპს “PRIMERO”-ს.

2009-2011 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია შპს „ტელეიმედის“ IT ინჟინერის პოზიციაზე.

2011-2016 წლებში იყო კომპანია სს “გუდვილის” სისტემური ადმინისტრატორი,  2015-2016 წლებში კი ამავე კომპანიის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი და სექტორის ხელმძღვანელი.

2016-2017 წლებში მუშაობდა შპს „ალბატროსში“ უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

2017- 2018 წლებში დავითი ხელმძღვანელობდა ჰიპერმარკეტების ქსელის შპს „ფრესკოს“ IT დეპარტამენტს და იყო დირექტორთა საბჭოს წევრი.

დავითი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ბერძნულ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი