გურანდა მიქელაძე

აჭარის რეგიონული ცენტრის კოორდინატორი

2013-2017 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

2018-2020 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  საჯარო სამართლის მიმართულებით.

2014 წელს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური განვითარების  ფონდის ფარგლებში არსებული „ლიდერთა სახლში“  იყო ხელოვნების კლუბის მენეჯერი.

2015 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამა „ საქართველოს მოხალისე“-ს ფარგლებში  იყო მოხალისეთა კოორდინატორი ხელვაჩაურის რაიონში.

2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლამდე სტაჟირებას გადიოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში -  სისხლის სამართლის მიმართულებით.

2018 წელს სტაჟირებას გადიოდა კერძო იურიდიულ ფირმაში შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ / Legal Consulting Center LLC.

2019 წლის სექტემბრიდან - 2020 წლის იანვრის ჩათვლის სტაჟირებას გადიოდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სასამართლოსთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციული დავების განყოფილებაში.

2019 წლის დეკემბერში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სამართლის სპეციალიზაციით.

2020 წლის 1 სექტემბრიდან დასაქმებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი