ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს კონკურს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერთა / ლექტორთა შერჩევის მიზნით!

ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, ცხადდება კონკურსი ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერთა / ლექტორთა შერჩევის მიზნით!

ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. 

ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი გრძელდება 3 თვე და ორიენტირებულია ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებაზე. თეორიული კურსი მოიცავს სავალდებულო მოდულებს შესაბამისი სპეციალიზაციების გათვალისწინებით: სამართლებრივი წერა, ადვოკატის პროფესიული ეთიკა, კლიენტთან კომუნიკაცია, პირველი ინტერვიუ, ჰონორარზე შეთანხმება, საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება, სასამართლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევები, ორატორული ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები, დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმები, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები. 

ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:

  • აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში ტრენერად/ლექტორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში მაღალი პროფესიული კომპეტენცია და რეპუტაცია.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • თვალსაჩინო დემონსტრაციის უნარი (პრეზენტაციის უნარი, გადმოცემის უნარი); 
  • სპეციფიკისა და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო მასალების ადაპტირების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და აუდიტორიის მართვის უნარი;
  • სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
  • სწავლების მეთოდების ეფექტიანად შერჩევის უნარი. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მიღებული განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან. 

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 2022 წლის 02 მარტიდან - 21 მარტის 16 საათამდე. არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, ასევე დაგვიანებით ან დოკუმენტაციის მიღებისთვის განსაზღვრულ ვადაში განმეორებით ან ნაწილ-ნაწილ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აუცილებელი წინაპირობა: შერჩეული კანდიდატების დამტკიცებისთვის აუცილებელი წინაპირობაა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის სპეციალური ტრენერთა ტრენინგის გავლა. 

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ საკონკურსო მიზნებისთვის.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2022 წლის 21 მარტის 16 საათისა.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი