ტარიელ კაკაბაძე

სასამართლო პროცესის უნარ-ჩვევები

ტარიელი დაიბადა 1990 წლის 12 აპრილს, ხონის რაიონში;
2007 წელს მან დაამთავრა ხონის #1 სკოლა ლიცეუმი და იმავე წელს გახდა გაცვლითი კურსის სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში;
2008 წელს დაამთავრა Canton-Galva High School (კანზასის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები), ხოლო 2012 წელს დაამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2007-2008 წლებში ტარიელი მუშაობდა იურისტ მარკ კობის თანაშემწედ, კანზასის შტატი, აშშ
2007-2008 წლებში იყო აქტიური წევრი ორგანიზაციის „ამერიკის მომავალი ბიზნეს ლიდერები“ (Future Business Leaders of America)
2011-2014 წლებში ასწავლიდა სამართალს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (Business Academy of Georgia).
2011-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურისტ-კონსულტანტად;
2013-2015 წლებში იყო საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;
2015 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების“ დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;
2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ატარებს საჯარო ლექციებს თემაზე: „ადვოკატის უნარ-ჩვევები“, „სამართლის უზენაესობა“, „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“
2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი თემაზე: „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“.
ტარიელი დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე;
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

ტარიელი ასევე არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე;
2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საუკეთესო პედაგოგის წოდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი