ირაკლი ყანდაშვილი
საადვოკატო ბიუროს ორგანიზება; დავის ალტერნატიული მექანიზმები
ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის საერთო კრებაზე ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ხელმეორედ იქნა არჩეული ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ამავდროულად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, ხელმძღვანელობს ასოციაციის საგანმანათლებლო მიმართულებას და წარმოადგენს ასოციაციას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წინაშე.
ირაკლიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი.
2015-2016 - ჩიკაგო კენტის მაგისტრი იურიდიულ მეცნიერებებში (LLM, Chicago, USA)
საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან.
2013 წლიდან - ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2014 წლიდან - ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაიციის“ საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე.
2014 წლიდან- CCBEE-ს იურიდიული განათლების კომიტეტის წევრი.
2014 წლიდან - HELP-ს პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში
2013 წლიდან - საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი (International Bar Association/IBA);
2013 წლიდან- იურიდიული კომპანია „K&K Consulting“-ს მმართველი პარტნიორი;
2010–2013 წლები - იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატები“-ს პარტნიორი;
2010-2013 წლები-ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი;
2010-2013 წლები -ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
2010-2013 წლები - ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი;
2005-2009 წლები - იურიდიული კომპანია „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“-ს მმართველი პარტნიორი;
2007-2011 წლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
2007–2013 წლები-მიწვეული პროფესორი: საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
2012 წლიდან - ლიცენზირებული სასამართლო მედიატორი (საერთაშორისო აკრედიტაცია გაცემული Center of Effective Dispute Resolution/CEDR London-ს მიერ)
2013 წლიდან - საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
2014 წლიდან - კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი (პირველი კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში).
2009 წელი - გერმანიის „ჰერტის სკოლის“ ზამთრის მოწვევის აკადემიის კურსდამთავრებული სახელმწიფო მართვაში.
2008 წელი- საადვოკატო პრაქტიკები გერმანიაში (იურიდიულ კომპანიებში);
ირაკლი ყანდაშვილს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია/პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.
გარდა მშობლიური ენისა ირაკლი ყანდაშვილი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.