ირაკლი კორძახია
ადვოკატის პროფესიული ეთიკა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ირაკლი კორძახია 2017 წლიდან არის ეთიკის კომისიის მეორე მოწვევის კომისიის წევრი. 2010-2012 წლებში ის იყო ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. ირაკლის აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება 1999 წლიდან.
ირაკლი კორძახიას მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან (1998-2002 წ.წ.) და ასევე მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან. ამასთანავე მას აქვს მიიღებული სერტიფიკატი საბანკო საქმიანობის წარმოებაში UC Davis-ის მიერ (კალიფორნია 1998 წ.).
1999-2002 წლებში მუშაობდა World Bank-ისა და IFAD-ის საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრში საკრედიტო კავშირების კანონპროექტის შექმნაზე, ატარებდა ლექციებს საკრედიტო კავშირების მენეჯერებისთვის. 2003-2004 წლებში IBRD-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებებზე - კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაზე.
2004-2009 წლებში ACDI/VOCA-ს მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ლიზინგის კანონპროექტზე.
ირაკლი კორძახია სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა IBRD-სა და IFC-ში ადგილობრივ ექსპერტად, სს "აბსოლუტ ბანკში", სს "თბილინტერბანკში" იურიდიული სამსახურის უფროსად.
ირაკლი არის სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (1996 წლიდან), ადვოკატთა ასოციაცია (2005 წლიდან), საქართველოს ლიზინგის ასოციაცია (2005 წლიდან).
ირაკლი კორძახია არის სპს „კორძახია, ჟღენტი“-ს პარტნიორი.
2009 წელს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ არჩეულ იქნა ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით, 2010-2011 წლებში იყო ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლის 09 დეკემბრის ადვოკატთა საერთო კრებამ იგი მეორედ აირჩია ეთიკის კომისიის წევრად.