ვახტანგ მჭედლიშვილი
სასამართლო პროცესის უნარ-ჩვევები
1992-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე;
2000-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი;
2003-2004 წლებში ბერლინის პარლამენტის სტიპენდიის ფარგლებში, გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ბერლინის თავისუფალ (FU) უნივერსიტეტში;
2006 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;
2007 წელს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და ფონდ ,,ღია სამყაროს“ ლიდერთა პროგრამის ფარგლებში გაიარა მოკლევადიანი სტაჟირება ემორის უნივერსიტეტში საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით;
2007 წელ გაიარა სტაჟირება ,,HBSS“-ის იურიდიულ კომპანიაში. აშშ, ქალაქი ატლანტა;
1997-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწე;
1999-2000 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს რეფორმების სამდივნოს უფროსი, მინისტრის თანაშემწე;
2000 წელს იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორის უფროსი;
2000-2003 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;
2005 წელს იყო საკონსულტაციო კომპანია ,,სამართლებრივი ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
2006 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;
2007 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე;
2007 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
2013 წელს მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ;
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი.