ანა ხურციძე

ადვოკატის პროფესიული ეთიკა

 

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ანა ხურციძე არის ეთიკის კომისიის საზოგადოებრივი წევრი 2017 წლის 09 დეკემბრიდან. ანა არის იურისტი, ტრენერი, მედიატორი. ანა არის საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, აქვს საგანმანათლებო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება.

ანამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ანა ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს იტალიის ტურინის უნივერსიტეტისგან.

2016 წელს ანამ წარმატებით დაასრულა ჰერთის საჯარო მმართველობის სკოლის იურისტების რეგიონალური აკადემია გერმანიაში. გარდა ამისა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

2003 წლიდან ანა იურისტად მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 

2005 წლიდან ანა მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში - ამ პერიოდიდან ასწავლიდა და იკავებდა სამუშაო პოზიციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. ის იყო და არის ჩართული კერძო სამართლის რეფორმებში და გააჩნია ტრენინგების ჩატარების 12 წლიანი გამოცდილება.

ანა არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (ADREE) დამფუძნებელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის დავების მედიატორი.  

2008 წლიდან ანა არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სამართლებრივი ექსპერტი და ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. იგი ასევე ამზადებს სტუდენტურ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის, მათ შორის: ვენის საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსის (CDRC Vienna) მწვრთნელი 2018 წელს; საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურის (ICC International Commercial Mediation Competition) მწვრთნელი 2016 წელს, 2017 წელს და 2018 წლისთვის (პარიზი); მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO EMC2) საერთაშორისო კონკურსის მწვრთნელი 2016 წელს (ბრნო-ჟენევა); ცენტრალური ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრის (CEEMC) მწვრთნელი 2016 წელს (ბრატისლავა).

მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა კომერციული მედიაციის განვითარება საქართველოში.

2013 წლიდან ანა არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.
2014 წლიდან დღემდე ანა არის საკონსულტაციო კომპანია ACConsulting-ის პარტნიორი.
2017 წლიდან ანა არის ეთიკის კომისიის საზოგადოებრივი წევრი.

გარდა მშობლიური ენისა, ანა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი