პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო და 2024 წლის 27 სექტემბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება. ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ რეგისტრაციისას, ხოლო ადაპტაციის პროგრამის 9-თვიანი სტაჟირების ნაწილი უფასოა.

ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონულად (იხილეთ ფორმა ქვემოთ) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
  • ბიოგრაფია (CV);
  • ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
  • თეორიული კურსის საფასურის გადახდის ქვითარი, ან/და ადაპტაციის პროგრამის დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის საფასური": 

მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: მ/ა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია"
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028

რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოწმდება განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა ადაპტაციის პროგრამის დებულებით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე. 

ადაპტაციის პროგრამის განრიგი, განხორციელების წესი და სხვა დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.

რეგისტრაციამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას. 

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-12 ნაკადისთვის თეორიული კურსი ჩატარდება სრულად დისტანციურად. 

გისურვებთ წარმატებას!

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); გ) ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); დ) ბიოგრაფია (CV); ე) ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე; ვ) თეორიული კურსის საფასურის გადახდის ქვითარი ან/და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი