ქეთევან უტიაშვილი
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით ადვოკატი ქეთევან უტიაშვილი 2017 წლის 09 დეკემბრიდან მეორედ აირჩიეს ეთიკის კომისიის წევრად. ქეთევანი ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.
1994-1999 წლებში ქეთევანი სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „ალმა მატერში“ იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.
2002 წლის 7 იანვრიდან დღემდე ქეთევანი ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2006 წლის 19 მაისს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით.
2006 წლიდან არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, სიითი №2184.
2009 წლის 06 სექტემბერს ქეთევანმა ჩააბარა აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 – 2011 წლებში ქეთევანი იყო გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ იურისტი.
2009-2011 წლებში ქეთევანი იყო შპს „ელექტრონი 88“-ის იურისტი.
2009 წლიდან დღემდე ქეთევანი არის ჟურნალ „თბილისელების“ იურისტი.
2011 წლიდან დღემდე შპს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ იურისტი.
2014 წლიდან დღემდე შპს „მსოფლიო ტექნიკის“ იურისტი.
2013 წლიდან „ADVOKATI. GE GROUP“-ის დამფუძნებელი.
ქეთევან უტიაშვილი არის შპს „ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი.
ქეთევანს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.