სოფიო ჯაფარიძე


სოფიო ჯაფარიძეს 2014 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის (თსუ), ხოლო 2016 წელს - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (გთთუ). დაიცვა ნაშრომი თემაზე: ,,სასჯელები და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის (დევნის) ალტერნატიული მექანიზმები“ (პირობითი მსჯავრი; განრიდება, განრიდება-მედიაცია). 2014 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ხოლო, 2015 წელს საერთო სპეციალიზაციით. 2014 წლიდან გაიარა 6 თვიანი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2015 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო საადვოკატო ბიუროში - კს "მოდებაძე და კომპანია". 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე მუშაობდა სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური"–ს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში, ხოლო, 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატის პოზიციაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით. 2017 წლიდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული-ადვოკატი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის, ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადებაში. 2019 წლის ივლისში იყო მიწვეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო კლინიკის ,,პრო-ბონო მომსახურება" ხელმძღვანელად. მონაწილეობა აქვს მიღებული მენტორის სტატუსით, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის გამართულ არაერთ იმიტირებულ პროცესში. 2019 წლის 10 დეკემბრიდან არის "სოფიო ჯაფარიძის საადვოკატო ბიურო"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო და სისხლის სამართალი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი