ნუნუ კვანტალიანი
ნუნუ კვანტალიანმა 1986 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის დარგში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - სპეციალიზაცია: სამართალმცოდნეობა. ასევე აქვს დოქტორის ხარისხი სამართლის სპეციალიზაციით, დისერტაცია : „პაციენტის უფლებები და ექიმის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები”
1988-1998 წლებში ნუნუ მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
1999-2002 წლებში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2002 – 2012 წლებში იგი გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2014-2015 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2012-2013 წლებში.
2007 წლიდან დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2014 წლიდან დღემდე და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2014 წლიდან დღემდე.