ნინო მახარაძე
1993-1998 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1998 წლიდან დღემდე უწყვეტად ეწევა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.
2004 წლიდან დღემდე - სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი (საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი).
1998-1999 წლებში იყო შპს „ფეიქრიშვილი და კომპანიის“ ადვოკატი;
1999-2002 წლებში - NGO „იურისტთა საერთაშორისო კლუბის“ ადვოკატი;
2002-2003 წლებში - მის მიერ დაფუძნებული NGO „იურისტთა საერთაშორისო კორპორაციის“ თავმჯდომარე და ამავე ორგანიზაციის ადვოკატი;
2003 წლიდან - NGO „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ამავე ორგანიზაციის ადვოკატი;
2005 წლიდან დღემდე - „ნინო მახარაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი.
2003 წლიდან - 2012 წლამდე პერიოდში ნინო მახარაძის ხელმძღვანელობით ადვოკატთა სტაჟირების სრული კურსი წარმატებით გაიარა უამრავმა იურისტმა.