ნათია გოგაძე
იურიდიული ფირმა VBAT | უფროსი იურისტი.
სამართლის მაგისტრი.
ნათია გოგაძე (LL.M, MA, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი) 2008 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას. ის VBAT-ის გუნდს 2016 წელს შეუერთდა. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს საკორპორაციო და საფინანსო სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, სანივთო და სამშენებლო სამართალს, საინვესტიციო სამართალს, პროექტების დეველოპმენტს, გადახდისუუნარობის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს, სახელმწიფო შესყიდვების სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, საგადასახადო სამართალს, შრომის სამართალს, საოჯახო სამართალს, მემკვიდრეობით სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.
ნათიას მოპოვებეული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო ევროკავშირის სტიპენდიით - ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ლატვიის უნივერსიტეტში, ასევე სწავლობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ფრანკფურტის უნივერსიტეტში (გერმანია).
ნათიას მიღებული აქვს პრაქტიკული გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტებში ბრიუსელსა და ლუქსემბურგში (ევროკომისია, ევროპის პარლამენტი, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭო).
ნათია გოგაძე რეკომენდებული იურისტია The Legal 500 EMEA 2020-ის მიხედვით.