მურმან ნიკოლეიშვილი
მურმან ნიკოლეიშვილი ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის პოზიციას იკავებდა 2018 წლის 12 იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. მურმანი 2006 წლის სექტემბრიდან არის ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მას შემდეგ უწყვეტად ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. 2000-2005 წლებში მურმანი სწავლობდა სამართალმცოდნეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. შედეგად მას მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია (იგივე მაგისტრის აკადემიური ხარისხი). 2005-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში წარმატებით გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და მიიღო დიპლომი შემდეგ დისციპლინებში: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სისხლის სამართლის პრაქტიკა, საპარლამენტო დებატები; სპეცკურსები: საერთაშორისო სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებები, კრიმინალისტიკა. მურმანიმ 2018 წელს წარმაებით გაიარა მენტორ ადვოკატის ტრეინინგი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში. ქვემო ქართლის ბიუროში 2014 წლამდე, ხოლო 2014 წლიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა მთიანეთის ბიუროში. 2007 წლის იანვრიდან 2007 წლის ნოემბრამდე მუშაობდა სტაჟიორ ადვოკატად საადვოკატო ფირმა ,,წიქვაძე და კუპატაძე“–ში. 2006 წლის იანვრიდან 2007 წლის იანვრამდე მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ საადვოკატო ფირმა ,,მართლმსაჯულება“–ში. მურმან ნიკოლეიშვილს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მრავალი პროფესიული ტრენინგ–სემინარი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2015 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში. მურმანის ჩაბარებული აქვს შემდეგი პროფესიული გამოცდები: 2006 წლის 27 ნოემბერს ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 20010 წლის 6 მარტს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2010 წლის 23 ივნისს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
გარდა მშობლიური ენისა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.