მინდია ალელიშვილი


1996 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N23 საშუალო სკოლა.

იმავე წელს ჩააბარა ქ. ბათუმის მრავალდარგობრივ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1999 წელს ჩააბარა ქ. ბათუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამართლის ინსტიტუტში იურიდიული ფაკულტეტის, ბიზნეს-სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. ამასთან 1997-2001 წწ. პარალელურად დამთავრებული აქვს ქ. ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2006 წლის 20 მაისს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის 25 მარტს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2013 წლის 02 მარტს განმეორებით წარმატებით ჩაააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2004 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ადვოკატად ქალაქ ბათუმში, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სიითი N1566.

ასევე პარალელურად ხელშეკრულების საფუძველზე სამართელბრივ დახმარებას უწევს სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული 40-მდე სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, რომლებსაც ატარებდნენ საერთაშორისო თუ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი