მამუკა მახარაძე


განათლება:

09.2020 - სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე
09.2019-2020 - სწავლობდა სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტში
07.2019 - დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი
10.2016 - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
სამუშაო გამოცდილება:
08.2017-დღემდე - საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზებული ადვოკატი
09.2019-დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
2016-დღემდე - ა(ა)იპ ,,შემეცნებითი აკადემიის’’ დამფუძნებელი, ორგანიზაციის დირექტორი
06.2015-01.2016 - სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
05.2013-08.2013 - გაიარა სტაჟირების კურსი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში
ტრენინგები, სხვა მიღწევები
07.2019 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა პრო ბონო საადვოკატო საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის
მამუკა მახარაძე აქტიურად მონაწილეობდა ტრენინგებში, პროექტებსა თუ კონფერენციებში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა:
12.2017 - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - ,,კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევები’’ 
09.2017 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე - ,,ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში’’
06.2017 - მონაწილეობა მიიღო ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში და მოიპოვა 1-ლი ადგილი
05.2017 - გაიმარჯვა სისხლის სამართალში იმიტირებული პროცესების ეროვნულ შეჯიბრში
04.2017 - მეორე ეროვნული შეჯიბრის ფარგლებში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე თემაზე - ,,ოჯახში ძალადობა’’ გაიმარჯვა ნომინაციაში -საუკეთესო მომხსენებელი
05.2015 - მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროექტში - ,,ერთი დღე პროკურორად’’
02.2014 - მონაწილეობა მიიღო ტრენინგში თემაზე - ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები’’
12.2013 - მონაწილეობა მიიღო დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - ,,ეფექტური პრეზენტაცია და საქმიანი ურთიერთობის ეთიკა’’
ენები:
ქართული -მშობლიური
ინგლისური- B1
რუსული- A2
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი