ირმა მახათაძე



სამსახურეობრივი გამოცდილება:
2018 წლიდან დღემდე სსიპ ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.
2017 წლის სექტემბრიდან  დღემდე ა(ა)იპ სამართლის ცენტრი ი.მ. (LCIM) -ის ტრენერი.
2017 წლის მარტიდან - დღემდე  ა(ა)იპ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათია“-ს კონსულტანტი სამართლებრივი მიმართულებით.
2016 წლის აგვისტოდან - დღემდე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტი სამართლებრივი მიმართულებით.
2016-2017წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი.
2013 -2014, 2017 წლებში – სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი.
2013 წლის ივნისიდან – 2014 წლის ივნისამდე  ა(ა)იპ “უსაფრთხო სივრცე”-ს კონსულტანტი.
2010 წლის ივნისიდან – დღემდე ა(ა)იპ “მწვანე ალტერნატივა”-ს იურისტი. 
2010 წლის ივნისიდან – ოქტომბრამდე ა(ა)იპ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
2007 წლიდან დღემდე იურიდიული ოფისი      LCIM -ის  მმართველი პარტნიორი.
2007წ. მარტიდან – დღემდე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი. (საერთო).
2006წ. სექტემბრიდან - დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი. 
2008 – 2011წ.წ. - შპს “დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი  არბიტრაჟი. არბიტრი.
2007-2008წ – IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი. იურიდიული სამსახურის უფროსი.
2000-2005 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლო. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე.
1999-2000 – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
1991-1995 – საქართველოს გენერალური პროკურატურა, უფროსი გამომძიებელი.
1989-1991 – ქ. ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორი.
განათლება 
1988წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით.
1989წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,
სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
კვალიფიკაცია – იურისტი.
1999წ. – მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფიკატი.
2010წ. – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი 
პედაგოგიური საქმიანობა 
2006 წლის სექტემბერი -  დღემდე – შპს “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი”, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა, ლექტორი. უძღვება საბაკალავრო და სამაგისტრო სალექციო კურსებს: ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ პროცესში, შრომის სამართალსა და სამეწარმეო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, სახელმწიფო რეესტრის სამართლებრივი რეგულირება.
2003 წლის სექტემბერი – 2007წლამდე – შპს “უნივერსიტეტი საქართველო” სამართლის ფაკულტეტი, ლექტორი. უძღვება საბაკალავრო სალექციო კურსებს: ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ პროცესში, შრომის სამართალსა და სამეწარმეო სამართალში.
1995-1999წწ – სოხუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართლის ფაკულტეტი, ლექტორი. უძღვება საბაკალავრო სალექციო კურსებს: სამოქალაქო სამართალში, შრომის სამართალსა და სამეწარმეო სამართალში.
სასწავლო პროგრამები და ტრეინინგები 
2003წელი – ქ.თბილისი, სამოსამართლო სწავლების ცენტრი, საბანკო სამართალი.
2004-2005წწ. – ბაკურიანი, გუდაური, მცხეთა – საქართველო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია, სპეციალური ტრეინინგები მოსამართლეთათვის სამოქალაქო (ვალდებულებითი, სანივთო და სახელშეკრულებო) სამართალში, ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართალში.
2004წ. – გუდაური, საქართველო.
საქართველოს გაეროს ასოციაცია,
სპეციალური ტრეინინგი ადამიანის და ლტოლვილთა უფლებების შესახებ მოსამართლეთა და ადვოკატებისათვის.
მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფიკატი.
2008წ – თბილისი. საქართველო.
ამერიკის იურისტთა ასოციაცია,
საარჩევნო სამართალი.
2010 წ. 13-14 ნოემბერი, ბაზალეთი - საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისობა და ანგარიშვალდებულება გარემოს, სოციალურ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”;
CEE Bank Network.
2014 წ. 21 ოქტომბერი. თბილისი - ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ჭრილში. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.
2014 წლის 1-2 ნოემბერი. კაჭრეთი, კახეთი - მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობისა და გაძლიერების პროექტი. EAST-WEST MANAGEMENT INSTITUTE .ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებისათვის.
2015 წლის 27-28 ნოემბერი. თბილისი-ბოლნისი  - მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”; UNDP;
2015 წ. 18-25  დეკემბერი. თბილისი. ა(ა)იპ ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი „დენდრონი“. ტრენინგი „გახდი სერტიფიცირებული ტრენერი“.
2016 წლის 10-11 დეკემბერი. თბილისი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი. ბიზნეს სამართალში განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენციის მონაწილე.
2017 წლის 27-28 ივნისი. ყვარელი. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან”- ფარგლებში ტრენინგი “პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა“. 
2018 წლის 8-10 დეკემბერი. თბილისი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი. ბიზნეს სამართალში განგრძობადი იურიდიული განათლების მე-6 ეროვნული კონფერენციის მონაწილე.
2018 წლის ივნისი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო მოდულები „სამართლებრივი წერა და დასაბუთება“ (სარჩელის მომზადება და დასაბუთება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე)“ და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ (ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეები).
მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფიკატები.
უცხოენები 
ქართული – მშობლიური.
რუსული – საშუალოდ.
ინგლისური – საშუალოდ.
ფრანგული – საშუალოდ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი