ირინა ხათაშვილი


ირინა ხათაშვილი არის იურიდიული და ლობისტური კომპანიის კორტავა ხათაშვილი ლიგალ ინთელიჯენს (Kortava Khatashvili Legal Intelligence) თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ფლობს მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო სამართალში და აქვს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც ერთჯერადი მომსახურების, ასევე, იურიდიული პირებისთვის გრძელვადიანი კორპორატიული იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება. ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, კონსტიტუციური სამართალი, გაკოტრების სამართალი, სადაზღვეო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, სატრანსპორტო სამართალი, საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართალი, საიმიგრაციო სამართალი, გარემოსდაცვითი სამართალი, ბავშვთა უფლებები და ა.შ. იურიდიული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დამატებით ახორციელებს პრო ბონო (Pro Bono) სამართლებრივ / საადვოკატო მომსახურებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. 2006-2010 წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2010-2012 წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. 2012 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სპეციალიზაციით. დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „სარჩელის უზრუნველყოფა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინტეგრაცია სასამართლო პრაქტიკაში“. 2011 წელს სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და წარმატებით დაამთავრა სასამართლო მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწის) სპეციალური სასწავლო კურსი. 2012 წელს სწავლობდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში (სტრასბურგი, საფრანგეთი), წარმატებით გაიარა პროგრამა - ადამიანის უფლებები და პერსონალური მონაცემების დაცვა. 2009 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას, პრაქტიკას გადიოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში (2009), მუშაობდა კერძო საადვოკატო ბიუროში (2010-2013); ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში (2011). 2012 წელს მუშაობდა კოალიცია „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“, სადაც აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმძღვანელოების შემუშავებაში. 2012-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლასა და მედიაციის ეროვნულ კონკურსში, მონაწილეობდა, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტების მწვრთნელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებიდან 2014 წლიდან - დღემდე ეწევა დამოუკიდებელ კერძო იურიდიულ პრაქტიკას. ემსახურებოდა მრავალ მსხვილ ორგანიზაციას, როგორც კორპორატიული მომსახურების ჭრილში ისე ერთჯერადი (Case by Case) მომსახურების პრინციპით. 2015 წლიდან - 2020 წლამდე ემსახურებოდა საკონსულტაციო კომპანია „დგ კონსალტინგ“-ს, როგორც სამართლის სპეციალისტი/იურისტი/ინსტიტუციური მოწყობის სპეციალისტი, ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორებიცაა: ელექტროგადამცემი ხაზის პროექტები, ჰიდროელექტრო სადგურები, ნაგავსაყრელები, მილსადენები და ა.შ. აღიშნული პროექტები დაფინანსებული იყო ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ როგორებიცაა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB). 2018 წლიდან არის ა(ა)იპ “საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაცია - International Education and Global Networking Association" (IEGNA) გამგეობის წევრი. 2021 წლიდან არის ა(ა)იპ „ბავშვთა ინტეგრაცია და თანამეგობრობა - Child Integration and Commonwealth” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. გააჩნია ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ პროექტებში მონაწილეობის ფართო გამოცდილება (როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზების, ჰიდროელექტრო სადგურების, ნაგავსაყრელების და სხვა ფართომასშტაბიანი პროექტები) მათ შორის კლიენტებთან და კრედიტორებთან მუშაობის გამოცდილება, ისეთი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილება, როგორებიც არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EIA, ESIA), სტრატეგიული ზემოქმედების შეფასება (SIA), დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის შემუშავება (SEP), პროექტების შესაბამისობის შეფასება ეროვნულ კანონმდებლობასთან და სართაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან. გააჩნია საქართველოს კანონმდებლობის როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ცოდნა, აქვს ფართო გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სანებართვო პროცესის მოთხოვნების და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კუთხით, ასევე IFC-ის, IBRD-ის და WB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის ცოდნა. მონაწილეობდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კომპლექსური საკანონმდებლო კვლევების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების შემუშავებაში, მიმოხილვასა და საკანონმდებლო განახლებაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი კანონპროექტის შემუშავებაში. მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში. 2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. პარალელურად, 2019 წლიდან ირიცხება ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრთა რიგებში. 2020 წლიდან ფლობს დამატებით სპეციალიზაციას ბავშვთა უფლებების კუთხით (სამოქალაქო).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი