ირაკლი ცანკაშვილი
ირაკლი ცანკაშვილი იურიდიული ფირმა JUSTICE LEAGUE -ის დამფუძნებელი პარტნიორია. ირაკლი არის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე იურისტი. მისი სპეციალიზაციაა ზოგადი სამოქალაქო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, უზრუნველყოფილი გარიგებები, ზოგადი სამეწარმეო და შრომის სამართალი, ასევე სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მაუწყებლობისა და კომუნიკაციების შესახებ სამართალი.
ირაკლის გამოცდილება შედგება სასამართლოსა და საარბიტრაჟო დავებში კლიენტთა წარმომადგენლობით და მოცემულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევით. მისი იურიდიული პრაქტიკა აერთიანებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების წარმატებით დასრულებულ დავებს. იგი ხელმძღვანელობას უწევს კლიენტი კომპანიებისათვის იურიდიული (Outsource) მომსახურებას კომპანიების საქმიანობის, სახელშეკრულებო ურთიერთობების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში.
ირაკლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2017 წლიდან. ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატია 2021 წლიდან. 2022 წლიდან არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი.




