ინგა სეხნიაშვილი


ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ინგა სეხნიაშვილი 2017 წლიდან არის ეთიკის კომისიის მეორე მოწვევის კომისიის წევრი. ინგას აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება 2006 წლიდან.

1995-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1999-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად, ხოლო შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წელს მუშაობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის პოზიციაზე, ხოლო ამავე წელს გახდა ადვოკატი და დღემდე ეწევა საადვოკატო მომსახურებას.

ინგა სეხნიაშვილს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრენინგებში.

2015 წლის დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი. საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება - 11 წელი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი