ია გაბედავა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ია გაბედავა 2017 წლიდან არის ეთიკის კომისიის მეორე მოწვევის კომისიის წევრი.
2013-2017 წლებში ის იყო ეთიკის კომისიის წევრი. იას აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება 1996 წლიდან.
ია 1996-1999 წლებში იყო საქართველოს დამცველთა და ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 1996 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას, 2006 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა უფლებების კომისიის წევრი, ხოლო 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.