თორნიკე ბაქრაძე
თორნიკე ბაქრაძე 2017 წლის დეკემბერში განმეორებით იქნა არჩეული ეთიკის კომისიის წევრად, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოს - ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ
1987-1989 წლებში თორნიკე იყო სამართლებრივი მომსახურეობის კაბინეტ „თემიდა“-ს მდივანი. 1995-2005 წლებში იგი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ხოლო 1995-1996 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს იურიდიული კომისიის წევრი.
2005-2006 წლებში თორნიკე ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის სამოქალაქო სამსახურის საერთო განყოფილებას.
2006-დან მუშაობდა დამოუკიდებელ ადვოკატად და იყო არასამთავრებო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრი.
2002-2004 წლებში თორნიკე იყო იურისტი ფონდ „კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრში".
2006-2007 წლებსი იგი გახლდათ სამსახურის უფროსის მოადგილე, ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის სამოქალაქო სამსახურში.
2011 წლიდან თორნიკე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ პროექტის კოორდინატორია, ხოლო 2012 წლიდან CEDR-ის აკრედიტებული მედიატორია.