თეა ჭეიშვილი
2013 წლიდან არის იურიდილი კომპანია “ბირკაია და კვანტალიანის”. გააჩნია 22 წლიანი პროფესიული გამოცდილება.
მისი საადვოკატო მოღვაწეობის დაწყების პერიოდიდან დღემდე ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონსულტაციებს უწევს სამოქალაქო, სამეწარმეო, სამემკვიდრეო, შრომის, საერთაშორისო კერძო სამართლისა, გადახდისუუნარობის და ადმინისტრაციული სამართალის სხვადასხვა საკითხებზე. საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და არბიტრაჟში აწარმოებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საგადასახადო დავებს.
სამუშაო გამოცდილება: შპს „ბირკაია და კვანტალიანი“ (2013 – დღემდე); შპს „ამტელ მედიქალ ფროფერთის“ – იურისტი (2011 – 2013); შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“- იურისტი (2008 – 2011); შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ – იურისტი (2008–2011); შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“ – იურისტი (2006–2008); სს თბილაბრეშუმ „ცისარტყელა“ – იურისტი (2005–2007); სს „ხიდმშენი – იურისტი (2004– 2007), სპს საადვოკატო ბიური „ჭეიშვილი და პარტნიორები“ – დამფუძნებელი (2006), კავშირი „სამართლებრივი და ეკონომიკური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ბიურო“ – პრეზიდენტი (2004), შპს „ბის სერვისი“ – იურისტ–ეკონომისტი (1999–2002), შპს „აუდიტ–ცენტრი“– იურისტი (1999– 2003), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაზეთ „ფინანსების“ და გაზეთ „ბიზნეს–კურიერის“ – იურისტი, კორესპოდენტი. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი (1997), კორპორაცია „გრაალი“ – იურისტი (1994–1996).