თამთა ივანიშვილი
განათლება, ხარისხი, წოდება:
საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი, საბანკო და საფინანსო სამართალი, კაპიტალის ბაზრების და ფასიანი ქაღალდების სამართალი, იურიდიული მეცნიერების მაგისტრი
2009-2010 - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი; ხარისხი: იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი (2010), Magna Cum Laude;
2005-2009 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ხარისხი: ბაკალავრი, Magna Cum Laude.
პროფესიული გამოცდილება:
2020 წლიდან დღემდე იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს პარტნიორი, სპეციალიზაცია: სამოქალაქო და კორპორაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საფინანსო და საბანკო სამართალი, კაპიტალის ბაზრები, საინვესტიციო სამართალი.
2017-2019წწ. წლიდან დღემდე იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს დირექტორი, სპეციალიზაცია: ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო და კორპორაციული სამართალი, საფინანსო და საბანკო სამართალი, კაპიტალის ბაზრები, საინვესტიციო სამართალი.
2013–2017წწ. იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს უფროსი იურისტი, სპეციალიზაცია: საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციები, საკორპორაციო სამართალი, საინვესტიციო და საფინანსო სამართალი, ენერგეტიკა (განახლებადი ენერგიის პროექტები), ადმინისტრაციული სამართალი.
2011–2013წწ. იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს იურისტი, სპეციალიზაცია: საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები.
თამთა აღიარებულია საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურისტად ისეთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, როგორიცაა IFLR, რომელიც მას ახასიათებს, როგორც „მშვიდ, პროფესიონალ და გულისხმიერ“ იურისტს, მოიხსენება „აბსოლუტურად არაჩვეულებრივ იურისტად“ Chambers & Partners-ის მიერ და „საოცარ პროფესიონალად, რომელსაც ესმის ბიზნესის საჭიროება“ (Legal500).
2008 წელს „ბი-ელ-სი“-ში მუშაობის დაწყებამდე თამთა გადიოდა სტაჟირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიულ დეპარტამენტში. მას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება.
გარდა სამსახურებრივი საქმიანობისა, თამთა აქტიურად არის ჩართული აკადემიურ სფეროში. კერძოდ, ის არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და წლების მანძილზე კითხულობდა ისეთ საგნებს, როგორიცაა გადახდისუუნარობის სამართალი, სამართლებრივი წერა და კომერციული ტრანზაქციები. ეს უკანასკნელი არის მულტიდისციპლინური საგანი, რომელიც განიხილავს, თუ როგორ უკავშირდება გარკვეული ეკონომიკური თეორიები კონტრაქტის შედგენის ტექნიკას.
თამთა ასევე აქტიურად არის ჩართულ ბევრ მიმდინარე რეფორმაში, როგორიცაა გადახდისუუნარობის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ნოვატორული რეგულაციები (საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობა, სეკურიტიზაცია და ა.შ.).
იგი არის რამდენიმე ქართული საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრთა სიაში და ხშირად არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში როგორც არბიტრი, ასევე მხარეთა წარმომადგენელი. თამთა ხშირად გამოდის მოწვეულ სპიკერად მრავალ კონფერენციასა თუ სემინარზე.
საზოგადოებრივი აქტივობები, წევრობა:
• საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაციით);
• საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი;
• ბიზნესის რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
• სერტიფიცირებულ არბიტრთა ასოციაციის წევრი (CIArb.);
• საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის (ACEG) წევრი.
სამუშაო ენა:
ქართული - მშობლიური, ინგლისური - ძალიან კარგად, რუსული - ძალიან კარგად.
ცოდნა სამართლებრივი სისტემის (რომელი ქვეყნის): საქართველო